21 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში, კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
კონფერენცია საზეიმოდ გახსნა კავკასიის სამართლის სკოლის დეკანმა, სოფიო შენგელიამ.
კონფერენციაზე მოხსენებებით წარდგნენ:
ედიშერ გამგონეიშვილი: „პარტნიორის წილზე საკუთრების უფლების შეწყვეტის სისტემური სირთულეები, სასამართლო პრაქტიკის ქრონოლოგია და მიდგომები“. ხელმძღვანელი: სიმონ ტაკაშვილი
ანა დუმბაძე: „დოკუმენტური აკრედიტივის ხელშეკრულების მხარეთა უფლება-მოვალეობები და სამართლებრივი შედეგები“. ხელმძღვანელი: სიმონ ტაკაშვილი
ანა აბაშიძე და მარიამ ხალვაში: „ვალდებულების შესრულების გართულება 398 მუხლის საფუძველზე.“ ხელმძღვანელი: მაკა კარტოზია
ელენე გაბუნია და ნინო პაიჭაშვილი: „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორის გამჭოლი პასუხისმგებლობის კრიტერიუმები და ფარგლები”. ხელმძღვანელი: სიმონ ტაკაშვილი
ანა გომარელი და სოფო კაჭკაჭიშვილი: „ასაკი, როგორც ბრალის გამომრიცხველი გარემოება“. ხელმძღვანელი: შოთა ტყეშელაშვილი
მარიამ ოქრუაშვილი და მარიამ წურწუმია: ,,პროვოკაციის პრობლემა ქრთამის აღებისას”. ხელმძღვანელი: დავით მუზაშვილი
სანდრო ალაფიშვილი და თეო ადამაძე: „ბალანსი გამოხატვის თავისუფლებასა და სახელმწიფოს სიმბოლოების დაცვის ინტერესს შორის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 343 მუხლის მაგალითზე“. ხელმძღვანელი: დავით მუზაშვილი
ანა ხიზანიშვილი: „მედიის მიერ სისხლის სამართლის დანაშაულის გავრცელება, მისი შედეგები და კოლიზია ბრალდებულის უფლებებთან“. ხელმძღვანელი: სერგი ჯორბენაძე
დავით სახოკია „ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების მიერ ტერორიზმში ბრალდებული პირების სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფის გარანტია: სასამართლო პრაქტიკის ანალიზი.“ ხელმძღვანელი: არჩილ ბორჯაძე
ცხომელიძე ანა და ავაზაშვილი ქეთი: „მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვის წესი”. ხელმძღვანელი: თათია უბერი
მარიამ ხანთაძე: „მხარეთა თანასწორობა ფრენშაიზინგის ხელშეკრულებაში“. ხელმძღვანელი: თათია უბერი და ლუკა ბიბინეიშვილი
ნანიკო ქურდოვანიძე: „,ვალდებულებითი სამართალი ძველ ქართული სამართლის ისტორიაში”. ხელმძღვანელი: არჩილ ბორჯაძე
გეორგი მიქაუტიძე: „საარჩევნო სისტემები და ხალხის ნების გამოხატვა დემოკრატიული მმართველობის პირობებში“. ხელმძღვანელი: გიორგი ლორია
ლუკა ბულისკერია: „იპოთეკის აკრძალვა როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპში ჩარევა.“ ხელმძღვანელი: ნინო მესხიშვილი
კონფერენციის გამარჯვებულები გახდნენ:
I ადგილი - სანდრო ალაფიშვილი და თეო ადამაძე
II ადგილი - ელენე გაბუნია და ნინო პაიჭაშვილი
III ადგილი - ანა ხიზანიშვილი; ლუკა ბულისკერია