CSL-ის სტუდენტების წარმატება დამოუკიდებელი ინსპექტორის სამახურის ყოველწლიურ ეროვნულ კონკურსში „სამოსამართლო ქცევა და დისციპლინა“

28 დეკემბერი 2023

კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის, სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა  ლიკა სილაგაძემ, ბექა თავაძემ და ნინო ხარაზიშვილმა მონაწილეობა მიიღეს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის ყოველწლიურ ეროვნულ შეჯიბრში „სამოსამართლო ქცევა და დისციპლინა“.

 

შესარჩევ რაუნდებში ცამეტმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. გუნდებმა ერთმანეთს, როგორც საჩივრის ავტორის, ისე მოსამართლის პოზიციები დაუპირისპირეს და მსაჯების სხვადასხვა შემადგენლობის წინაშე პოზიციები დაიცვეს.

 

კავკასიის სამართლის სკოლის გუნდმა გაიარა შეჯიბრის შესარჩევი ეტაპი, ნახევარ-ფინალური და ფინალურ ეტაპზე წარმატებული პოზიციების წარდგენის შედეგად დაიმსახურა საუკეთესო განმცხადებელი მხარის წერილობითი პოზიციის ტიტული, ხოლო საუკეთესო განმცხადებელი მხარის სპიკერის  ჯილდო გადაეცა ლილე სილაგაძეს.