დავით ფუტკარაძის საჯარო ლექცია თემაზე - "როგორ გავხდეთ ნოტარიუსი"

13 მარტი 2023

13 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში, საქართველოს ნოტარიუსთა პალატასთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, სამართლის სკოლის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მოწვევით გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე  - როგორ გავხდეთ ნოტარიუსი. ლექციას უძღვებოდა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე, ბატონი დავით ფუტკარაძე. 

 

საჯარო ლექციას ესწრებოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტები. ბატონმა დავითმა სტუდენტებს გააცნო სანოტარო საქმის წარმოების პრაქტიკული ასპექტები, დადებითი და უარყოფითი მხარეები, გაუზიარა საკუთარი გამოცდილება, მისცა შესაბამისი რჩევები და მათ კითხვებსაც უპასუხა.

 

ბატონ დავითს უმასპინძლა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა, ეკა კაველიძემ.