ELSA–ს წარმომადგნელები კავკასიის უნივერსიტეტს სტუმრობდნენ

11 იანვარი

13 დეკემბერს, კავკასიის სამართლის სკლის სტუდენტური თვითმართველობის ორგანიზებით, კავკასიის უნივერსიტეტს, ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის (ELSA) წარმომადგენლები სტუმრობდნენ.

სტუმრები სტუდენტებს შეხვდნენ და ასოციაციის შესახებ ვრცელი პრეზენტაცია ჩაატარეს.

ELSA მსოფლიოში უდიდესი, დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და არასამეწარმეო იურისტ სტუდენტთა გაერთიანებაა და ევროპის 41 სახელმწიფოს 300-მდე უნივერსიტეტს აერთიანებს.

ასოციაციის მიზანია, სამართლებრივი მიმართულებით განავითაროს ახალგაზრდული ურთიერთობები და საერთაშორისო ხასიათი შესძინოს მას, ასევე ევროპულ სტანდარტებზე დაყრდნობით შექმნას პროფესიონალი იურისტის ჩამოყალიბებისათვის საჭირო ჯანსაღი გარემო.