4 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტმა უმასპინძლა ემორის უნივერსიტეტის პროფესორის, ნათანიელ გოზანსკის მასტერკლასს თემაზე ,,American contracts law and international trade’’.
ნათანიელ გოზანსკი გახლავთ ემორის უნივერსიტეტის პროფესორი და თითქმის 50 წლიანი გამოცდილებით. ამერიკის ათამდე წამყვანი უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგი. პროფესორი გოზანსკი არის ოცზე მეტი ამერიკული უნივერსიტეტის სააკრედიტაციო კომისიის ექსპერტი და ამერიკის იურისტთა ასოციაციის უმაღლესი იურიდიული განათლების კომიტეტის მოქმედი წევრი.
შეხვედრა გაიმართა პროფესორ მზია მიქელაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში.