ფრანგი მოსამართლის - ფატმა კოსადიას - ვიზიტი CU-ში

1 მარტი 2025

28 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტს, გაეროს ბავშვთა ფონდისა და საფრანგეთის საელჩოს ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, საერთაშორისო ექსპერტი, მოსამართლე ფატმა კოსადია ეწვია.

 

ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრები გაიმართა სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან, ბავშვებთან და ახალგაზრდებთან მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის შესახებ.

 

მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ბავშვებისათვის მნიშვნელოვანია მათი უფლებების დაცვისა და ისეთ სისტემის შექმნისათვის, რომლის პრიორიტეტსაც ბავშვის საუკეთესო ინტერესი წარმოადგენს. 

 

შეხვედრას ესწრებოდნენ გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, იესპერ მოლერი და საფრანგეთის ელჩი საქართველოში, შერაზ გასრი.