11 მაისს, კავკასიის უნივერსტეტის კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტები მიწვეულნი იყვნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის გოგა ხაჩიძის პირად გამოფენაზე, რომელიც თიბისი ბანკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა.
ექსპოზიციაზე აფრიკის თემატიკასთან დაკავშირებული ფოტოები იყო წარმოდგენილი. გარდა ამისა, დოკუმენტური ფილმის ,,აკუნა მატატა" ჩვენება გაიმართა. ფილმის დაწყებამდე მინისტრი სტუდენტებს აფრიკაში მოგზაურობის შესახებ ესაუბრა. უახლოეს მომავალში გოგა ხაჩიძე კავკასიის უნივერსტეტს ესტუმრება.