2-11 დეკემბერს, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ტარდება ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული.
აღნიშნული კვირეულის ფარგლებში, 7 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან მუშაობის სპეციფიკური ასპექტები - ინტეგრირებული მიდგომა სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან სამუშაოდ.
ლექციას უძღვებოდნენ: თეონა კუჭავა – გაეროს ბავშვთა ფონდის ბავშვთა დაცვის სპეციალისტი და ლევან დარბაიძე - მოსამართლე, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, სამართლის დოქტორი.
2023 წლის ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.