იმიტირებული პროცესი ნაფიც მსაჯულთა უნარ-ჩვევებში

27 ივნისი 2022

25 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის სასამართლო დარბაზში, კავკასიის სამართლის სკოლის მეოთხე კურსის სტუდენტებისთვის დასკვნითი გამოცდა გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესის ფორმატში, საგანი - "ნაფიც მსაჯულთა სასამართლო უნარ-ჩვევები".

 

გამოცდაზე ნაფიცებად მოწვეულნი იყვნენ კავკასიის სამართლის სკოლის პირველკურსელები და სამართლით დაინტერესებული აბიტურიენტები. ღონისძიება მიზნად ისახავდა აბიტურიენტებისთვის სამართლის პროგრამის პრაქტიკული ნაწილის და სასწავლო კურიკულუმის უკეთ გაცნობას.

 

მოწვეულ ნაფიცებს კავკასიის უნივერსიტეტისა და კავკასიის სამართლის სკოლის სახელით სერტიფიკატები გადაეცათ.