სამართლის სკოლის გუნდის წარმატება

11 იანვარი

11–12 თებერვალს, თბილისში, თავისუფალ უნივერსიტეტში მართლმსაჯულების განვითარებისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (JILEP) ორგანიზებით, სამართლის სკოლებს შორის კონკურსი სახელწოდებით „კლიენტის კონსულტირების უნარ–ჩვევები" გაიმართა.

 

აღნიშნულ კონკურსში კავკასიის უნივერისტეტის სამართლის სკოლა ბაკალავრიატის მეოთხე კურსის სტუდენტებმა – ელენე დიღმელაშვილმა და მარიამ კურტანიძემ წარმოადგინეს. კავკასიის სამართლის სკოლის დოქტორანტი, ასისტენტ–პროფესორი გიორგი ასათიანი გუნდის მწვრთნელი იყო. კონკურსის პირველ დღეს კავკასიის სამართლის სკოლის გუნდმა ფინალურ ეტაპზე გადასვლის უფლება მოიპოვა, ხოლო 12 თებერვალს ფინალში მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა. სამართლის სკოლის გუნდი თასით და საპატიო სიგელებით დაჯილდოვდა.