ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს იმიტირებული პროცესი აბიტურიენტებისთვის

17 დეკემბერი 2022

10 და 17 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის იმიტირებულ სასამართლო დარბაზში, აბიტურიენტებისთვის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს იმიტირებული პროცესი გაიმართა.

 

10 დეკემბერს, აბიტურიენტებმა შესავალი, სიტყვის წარმოთქმის ტექნიკა, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის სტრატეგია და მიზანი, დასკვნითი სიტყვის მნიშვნელობა განიხილეს. მათ ქეისები დაურიგდათ და როლები გაუნაწილდათ. აბიტურიენტებმა იმიტირებული პროცესისთვის ბრალდებისა და დაცვის მხარეები მოამზადეს.

 

17 დეკემბერს კი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს იმიტირებული პროცესი გაიმართა.

 

პროცესს გაუძღვა, შოთა ტყეშელაშვილი, თბილისის პროკურორის მოადგილე.

 

ღონისძიების ბოლოს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.