მომავალი იურისტები ბავშვის უფლებებისთვის

17 თებერვალი 2025

15 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტის სასამართლო დარბაზში, CU-ის ბავშვის უფლებათა ცენტრის ორგანიზებით მე-12 და მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის გაიმართა სახალისო ვიქტორინა ბავშვთა უფლებების შესახებ. ვიქტორინა მოიაზრებდა მოკლე კითხვებს, რომლებიც წარმოდგენილი იყო ელექტრონული და მატერიალური ფორმით სასამართლო სხდომის დარბაზში.

 

ვიქტორინას უხელმძღვანელა კავკასიის უნივერსიტეტის ბავშვის უფლებების ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელმა - მოსამართლე ლევან დარბაიძემ, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, სამართლის დოქტორი.

 

აქტივობის მიზანი იყო ბავშვთა უფლებათა პოპულარიზაცია და აღნიშნულ საკითხზე ცნობიერების ამაღლება საზოგადოებაში, განსაკუთრებით, ახალგაზრდებში. მოსწავლეები შესაძლებლობა ჰქონდათ სახალისო და ინტერაქციული გზებით გაიღრმავებინათ ცოდნა ბავშვთა უფლებების შესახებ, მოხდა მათი მოტივაციის გაზრდა აღნიშნული საკითხის უფრო საფუძვლიანად შესწავლისთვის, რაც ავტომატურად ხელს შეუწყობს ახალ თაობაში ბავშვის უფლებების საკითხის პოპულარიზაციას.

 

მოსწავლეებს მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.