28 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბილისის (ELSA Tbilisi) - ის წარმომადგენლებთან.
შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია ასოციაციის ფუნქციონირებისა და მიზნების შესახებ. ამასთან იმ შესაძლებლობებისა და პერსპექტივების შესახებ, რომლებსაც ასოციაცია თავის წევრებს აძლევს.
შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში.