ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს იმიტირებული პროცესი აბიტურიენტებისთვის

19 მარტი 2022

12 და 19 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის იმიტირებულ სასამართლო დარბაზში, აბიტურიენტებისთვის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს იმიტირებული პროცესი გაიმართა.

 

12 მარტს, აბიტურიენტებმა შესავალი, სიტყვის წარმოთქმის ტექნიკა, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის სტრატეგია და მიზანი, დასკვნითი სიტყვის მნიშვნელობა განიხილეს. მათ ქეისები დაურიგდათ და როლები გაუნაწილდათ. აბიტურიენტებმა იმიტირებული პროცესისთვის ბრალდებისა და დაცვის მხარის მომზადებისთვის მიიღეს ინფორმაცია.

 

19 მარტს კი, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს იმიტირებული პროცესი გაიმართა.

 

პროცესს გაუძღვა, კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი - სოფო შენგელია და თბილისის პროკურორის მოადგილე - შოთა ტყეშელაშვილი.

ღონისძიების ბოლოს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.