19 მაისს, სასამართლო დარბაზში, გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე-ხელოვნური ინტელექტი მიღწევები და გამოწვევები საუნივერსიტეტო სწავლებისა და სამართლის ჭრილში.
ლექციაზე განიხილეს, თანამედროვე მსოფლიოში, ხელოვნური ინტელექტის განვითარების სფეროში არსებული მიღწევები და გამოწვევები, კერძოდ: ხელოვნური ინტელექტის თანამედროვე მიღწევები; ხელოვნური ინტელექტის კონვერსაციული (ენობრივი მოდელები): შესაძლებლობები და ლიმიტაციები; მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი უახლესი პროდუქტები და აპლიკაციები; ტექსტების, ნაშრომების ავთენტურობის შემოწმების საკითხები.
ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები, მათ შორის საავტორო სამართლის საკითხები.
ლექციას წარუძღვა - სამართლის დოქტორი კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი - გიორგი თუმანიშვილი. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.