საჯარო ლექცია - „ბავშვის უფლებები,საუკეთესო ინვესტიცია მდგრადი განვითარებისთვის“

11 მაისი 2022

10 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის სასამართლო დარბაზში, სამართლის სკოლის სტუდენტებისა და აბიტურიენტებისთვის გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე- „ბავშვის უფლებები, საუკეთესო ინვესტიცია მდგრადი განვითარებისთვის“.

 

ლექცია წაიკითხა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა.

 

ღონისძიება წარიმართა ინტერაქციულ რეჟიმში, რამაც დამსწრე საზოგადოებას  საშუალება მისცა, ემსჯელათ და განეხილათ დეტალურად თემის ირგვლივ არსებული აქტუალური საკითხები. ასევე, მიეღოთ ამომწურავი პასუხები მათთვის მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხებზე.