29 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში, საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე "ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პრაქტიკული გამოწვევები ქართულ და ამერიკულ სამართალში".
ღონისძიება გახსნა და დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიესალმა სოფიო შენგელია - კავკასიის სამართლის სკოლის დეკანი.
საჯარო ლექციას უძღვებოდნენ: დოქტორი - პატრიცია ვილდერმუტი,უფროსი მრჩეველი მართლმსაჯულების საკითხებში, სახელმწიფო ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროში, ამერიკის საელჩოდან და ლევან დარბაიძე - გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, კავკასიის უნივერსიტეტის და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, სამართლის დოქტორი.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, ლექციის ბოლოს დამსწრე აუდიტორიას საშუალება ჰქონდა, რომ მათთვის საინტერესო კითხვები დაესვათ და მიეღოთ ამომწურავი პასუხები მომხსენებლებისგან.