29 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის სასამართლო დარბაზში, მე-12 და მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის გაიმართა ვიქტორინა ,,ბრალდებული და მისი უფლებები სისხლის სამართალში“.
ვიქტორინას უხელმძღვანელა კავკასიის სამართლის სკოლის პროფესორმა ირინე ბოხაშვილმა.
აქტივობის ფარგლებში, აბიტურიენტებმა ინტერაქტიულ გარემოში, მათივე აქტიური ჩართულობით მიიღეს ინფორმაცია ბრალდებულსა და მის ძირითად უფლებებზე სისხლის სამართლის პროცესში.
დასკვნითი ნაწილი დაეთმო ვიქტორინას, რომლის ფარგლებში, მსმენელებმა შეასრულეს სხვადასხვა სახის სახალისო დავალება.
ტრენინგის ფარგლებში განხილული იყო შემდეგი საკითხები: ვინ არის ბრალდებული; ბრალდებული და შეჯიბრებითი სისხლის სამართლის პროცესი; ბრალდებულის უფლებები გამოძიებისას (აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას); ბრალდებულის უფლება მიიღოს მონაწილეობა მისი საქმის არსებითად განხილვაში; ბრალდებულის (მსჯავრდებულის) უფლება
გაასაჩივროს განაჩენი.
მონაწილეებს გადაეცათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.