19-20 მაისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე გაიმართა სამართლის პირველი ეროვნული კონფერენცია, თემაზე: „სამართლის რეფორმა და დემოკრატიული ინსტიტუტების ტრანსფორმაცია საქართველოში“.
კონფერენციაზე 9 უნივერსიტეტის 30–მდე პროფესორის სამეცნიერო ნაშრომი იყო წარმოდგენილი.
კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი ქეთი ხუციშვილი აუდიტორიის წინაშე წარსდგა მოხსენებით: „აგრესია საერთაშორისო სამართალში: რეალურად განმარტებული დანაშაული თუ “Realpolitik”–ის მსხვერპლი“.
ქეთი ხუციშვილის ნაშრომმა საყოველთაო მოწონება დაიმსახურა.