24 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, სამართლის სკოლის დოქტორანტის, ირაკლი შამათავას სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა.
დისერტაციის თემის სახელწოდება: ,,მხარეთა უფლება-მოვალეობების თანაბარზომიერი დაცვის სტანდარტი სესხის ხელშეკრულებაში'';
სამეცნიერო ხელმძღვანელი - ლევან გოთუა;
ოპონენტები: თამარ ლაკერბაია, ქეთევან მესხიშვილი;
კოლეგიის თავმჯდომარე - ეკატერინე ქარდავა;
კოლეგიის წევრები: ვახტანგ ზაალიშვილი, სიმონ ტაკაშვილი, გიორგი უსტიაშვილი;
ირაკლიმ წარმატებით დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი და მიენიჭა სამართლის დოქტორის ხარისხი.