7-9 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრატურის სტუდენტებმა ნინო ნიკოლაიშვილმა, მარიამ ძიძიგურმა და ანა გორგოძემ მონაწილეობა მიიღეს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ეროვნულ ოლიმპიადაში.
კავკასიის სამართლის სკოლის გუნდმა წარმატებით იასპარეზა და ფინალის მონაწილე გახდა. გუნდის წევრმა, ნინო ნიკოლაიშვილმა კი ინდივიდუალურ ნომინაციაში გაიმარჯვა და კონკურსის "Best Speaker"–ის სტატუსი მოიპოვა.
კავკასიის უნივერსიტეტი ულოცავს სტუდენტებს ამ წარმატებას და პროფესიულ წინსვლას უსურვებს!
კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტების წარმატება
11 იანვარი