აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

13 დეკემბერი 2022

8-9 დეკემბერს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კორნელი კეკელიძის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „აფხაზეთის კულტურული ფასეულობანი: ენა, ლიტერატურა, ისტორია, სოციალური მეცნიერებანი, კულტურის ძეგლები“.

 

კონფერენცია მიეძღვნა აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს. რომლის ფარგლებშიც კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორებმა, სამართლის დოქტორმა ეკატერინე ქარდავამ და ისტორიის დოქტორმა გურანდა ჭელიძემ, სამართლისა და განათლების მეცნიერებათა სექციაში წარადგინეს მოხსენება თემაზე „ევროპული სწავლების როლი აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების პოლიტიკაში“. მოხსენება ეფუძნებოდა ჟან მონეს პროექტების ფარგლებში განხორციელებული კვლევის შედეგებს, ხაზგასმით იყო აღნიშნული ევროპული სწავლების მნიშვნელობა განათლების სხვადასხვა საფეხურზე.

 

გამოითქვა რეკომენდაციები შემდგომი კონკრეტული ნაბიჯების შესახებ საქართველოს ხელისუფლებისა და აფხაზეთის დე-იურე დევნილი მთავრობის უშუალო მონაწილეობითა და ჩართულობით.