კავკასიის უნივერსიტეტისა და გამომცემლობა „ბონა კაუზა“-ს მიერ გამოიცა სამართლის სკოლის სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებულის, პროფესორ ირაკლი შამათავას მონოგრაფიული ნაშრომი „მხარეთა უფლება მოვალეობების თანაბარზომიერი დაცვის სტანდარტი სესხის ხელშეკრულებაში“.
მონოგრაფიული ნაშრომი დაეფუძნა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში დაცულ ამავე სახელწოდების სადოქტორო ნაშრომს (ხელმძღვანელი: პროფესორი ლევან გოთუა. რეცენზენტები: პროფესორი თამარ ლაკერბაია და პროფესორი ქეთევან მესხიშვილი).
წიგნში წარმოდგენილია საერთო სასამართლოთა პრეცედენტები და უცხოური მართლმსაჯულების პრაქტიკაც. მონოგრაფიული ნაშრომი ფოკუსირებულია უფლებრივი ბალანსის დაცვის თანაბარზომიერებაზე და შეიცავს ქართული სამართალმცოდნეობისთვის პრაქტიკულად გამოსადეგ მრავალ დეტალს.
ნაშრომის გაცნობა რეკომენდებულია როგორც სასესხო-საკრედიტო სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებულ პირთათვის, ისე ცივილისტიკით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისთვის.