28 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორები ლევან დარბაიძე და ლევან მოსახლიშვილი, ასევე ექსპერტი, მოსამართლე ეკა არეშიძე იყოფებოდნენ ნიდერლანდების სამეფოში პროექტ „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის კომენტარები“-ს ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ.
ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა ამსტერდამის საოლქო სასამართლოში, ნიდერლანდების სამეფოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში, უტრეხტისა და ამსტერდამის თავისუფალ უნივერსიტეტებში. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ნიდერლანდელმა მოსამართლეებმა, პროფესორებმა და დარგის სპეციალისტებმა.
დისკუსიის მსვლელობისას მონაწილე პირებმა პროექტის განმახორციელებლებს მიაწოდეს თავიანთი რეკომენდაციები კოდექსის კომენტარებთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ პროექტის მიზანს წარმოადგენს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის კომენტარების შემუშავება.