კავკასიის მედიცინის სკოლის დამამთავრებელი კურსის უცხოელი სტუდენტებისთვის ჩატარდა ინტენსიური მოსამზადებელი ლექცია ინდოეთის საკვალიფიკაციო სკრინინგ ტესტისთვის - FMGE.
ლექცია ჩაატარა ENT-ის ცნობილმა პროფესორმა, დოქტორმა რაჯივ დავანმა, რომელმაც დაწვრილებით მიმოიხილა გამოცდის შემადგენელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა - E.N.T. (Ear, Nose and Throat).
სტუდენტებმა ინფორმაცია მიიღეს FMGE-ის გამოცდის სტრუქტურაზე, მეთოდოლოგიაზე და იმაზე, თუ როგორ უნდა მოემზადონ თითოეული კომპონენტისთვის.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.