ჯანდაცვის სკოლის საზეიმო გახსნის ცერემონიალი

11 იანვარი
საპატიო სტუმრად მოწვეული იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.


ჯანდაცვის სკოლას უკვე ჰყავს ტრენინგ-პროგრამის 21 კურსდამთავრებული, რომელთაც სერტიფიკატები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. ტრენინგ კურსი ეხებოდა ”ჰოსპიტალურ მენეჯმენტს” და მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს წამყვანი საავადმყოფოებისა და სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებმა.

 
სამომავლოდ კავკასიის უნივერსიტეტის ჯანდაცვის სკოლა მომხმარებლებს სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამებს შესთავაზებს.