გამოვიდა რეცენზირებადი საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის „ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია“ მე-5 ნომერი.
იხილეთ ბმული .
ჟურნალის მთავარი მიზნებია:
- ჯანდაცვის პოლიტიკის, ჯანდაცვის ეკონომიკის და ჯანდაცვის სოციოლოგიის მიმართულებებით სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა, კვლევათა დონის ამაღლება და განვითარება, სამეცნიერო მიღწევების პოპულარიზაცია;
- ახალგაზრდა მკვლევრებისა და მეცნიერებისათვის ხელის შეწყობა მათი სამეცნიერო შესაძლებლობების გამოვლენაში;
- სპეციალისტებისათვის შესაძლებლობის მიცემა, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ პოლიტიკის, ჯანდაცვის ეკონომიკის და ჯანდაცვის სოციოლოგიის სფეროებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
ჟურნალის მეხუთე ნომრის შინაარსი:
- გიორგი მიქიაშვილი, თენგიზ ვერულავა. ჯანდაცვის სისტემის წარმატებული რეფორმები: თურქეთის მაგალითი.
- თენგიზ ვერულავა, ანა ღონღაძე, რევაზ ჯორბენაძე, მიხეილ წვერავა, მანანა დონჯაშვილი. გულის უკმარისობის ეპიდემიოლოგიური თავისებურებები ხანდაზმულ პაციენტებში.
- სალომე აბულაშვილი, მარიამ ხუროშვილი, თენგიზ ვერულავა. სკოლებში ადაპტირებული გარემოს ხელმისაწვდომობის კვლევა ყრუ / სმენადაქვეითებული ბავშვებისათვის.
- ნათია ასანიძე, ნინო ჩიხლაძე, ნატა ყაზახაშვილი, ნატო ფიცხელაური. საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებული საჭიროებების და რესურსების შეფასებითი ანალიზი.
- მარიამ აბრამიშვილი, ნინო ჩხაბერიძე, ნატო ფიცხელაური, მაია კერესელიძე, ნინო ჩიხლაძე. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პერსონალის კმაყოფილება (თბილისის და რუსთავის მაგალითზე).
- ნ. ჩიხლაძე, ი. გრძელიძე, ქ. ჩიხლაძე, მ. ბიწკინაშვილი. სამედიცინო განათლება კოვიდ-19 პანდემიის დროს: საერთაშორისო სტუდენტების ელექტრონული სწავლებით კმაყოფილება.
- მანანა ცერცვაძე, ირინა მუჯირი. საქართველოს ჯანდაცვის და განათლების სისტემების პრობლემები საერთაშორისო ინდექსების მიხედვით.
ჟურნალს გამოსცემს კავკასიის უნივერსიტეტი. ჟურნალი გადავიდა Open Journal Systems-ზე.
ჟურნალის რედაქტორია თენგიზ ვერულავა, მედიცინის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი.