ჟურნალის „ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია“ პრეზენტაცია

6 აპრილი 2023

6 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია “ლიბრარეა“- ში, გაიმართა რეცენზირებადი საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის „ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია“ მე-5 ნომრის პრეზენტაცია.

 

მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალი გადავიდა Open Journal Systems-ზე, შესაბამისად, დაინტერესებულ საზოგადოებას ჟურნალში გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიების ნახვა ჟურნალის ვებგვერდზე შეეძლებათ.

 

ჟურნალის ახალი ნომერი და ვებ-გვერდი წარადგინა ჟურნალის რედაქტორმა, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორმა, მედიცინის დოქტორმა თენგიზ ვერულავამ და კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინის და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის დეკანმა გიორგი მახარაშვილმა.

 

ჟურნალი ბილინგვურია. მისი  მთავარი მიზნებია:

 

  • ჯანდაცვის პოლიტიკის, ჯანდაცვის ეკონომიკის და ჯანდაცვის სოციოლოგიის მიმართულებებით სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა, კვლევათა დონის ამაღლება და განვითარება, სამეცნიერო მიღწევების პოპულარიზაცია;
  • ახალგაზრდა მკვლევრებისა და მეცნიერებისათვის ხელის შეწყობა მათი სამეცნიერო შესაძლებლობების გამოვლენაში;
  • სპეციალისტებისათვის შესაძლებლობის მიცემა, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ პოლიტიკის, ჯანდაცვის ეკონომიკის და ჯანდაცვის სოციოლოგიის სფეროებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

 

 

ჟურნალს გამოსცემს კავკასიის უნივერსიტეტი.

ჟურნალის მე-5 ნომრის ბმული.

 

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.