პროფესორ თენგიზ ვერულავას სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში გამოქვეყნდა

27 იანვარი 2022

 

საერთაშორისო რეფერირებადმა ჟურნალმა "International Journal of Early Childhood Special Education" გამოაქვეყნა კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორის თენგიზ ვერულავას სამეცნიერო სტატია "Online Learning of Students with Special Needs: Teachers’ Perspectives" ("სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეთა ონლაინ სწავლება: პედაგოგთა პერსპექტივა")

 

კვლევის მიზანია სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების ონლაინ სწავლების გამოწვევების შესწავლა COVID-19 პანდემიის პერიოდში. კვლევამ აჩვენა, რომ რესპონდენტთა უმრავლესობა სააუდიტორო გაკვეთილების მომხრეა, რადგან ის ეხმარება მოსწავლეთა სოციალური უნარების განვითარებაში. გარდა ამისა, სააუდიტორო მეცადინეობები, არსებული რესურსების მრავალფეროვნების გამო, ხელს უწყობს მოტორული და პირისპირ კომუნიკაციის უნარების განვითარებას. ამ მხრივ, თანამშრომლობითი სწავლება და ფიზიკური კონტაქტები მნიშვნელოვანია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვის. ზოგიერთ მოსწავლეს არ აქვს წვდომა ტექნოლოგიურ აღჭურვილობასა და ინტერნეტზე და ვერ შეძლეს ონლაინ სასწავლო პლატფორმების გამოყენება. იმის გათვალისწინებით, რომ ონლაინ სწავლების ტექნოლოგიების გამოყენება სულ უფრო იზრდება განათლების სფეროში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისათვის მნიშვნელოვანია მათზე ხელმისაწვდომობა. საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთა სწავლების კონტექსტი და მათთვის სასურველი გარემოს უზრუნვეყოფა.

 

ჟურნალი „International Journal of Early Childhood Special Education“ ინდექსირებულია SCOPUS-ის (Elsevier) საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში. 

იხილეთ სტატიის ბმული https://www.int-jecse.net/abstract.php?id=397

სტატიის PDF ვერსია https://www.int-jecse.net/data-cms/articles/20220124110359am221001.pdf 

Verulava T, Darbaidze M, Baramia M, Bouadze CM. Online Learning of Students with Special Needs: Teachers’ Perspectives. International Journal of Early Childhood Special Education (INT-JECSE), 2022;14(1): 01-07. [Crossref]