სამეცნიერო კვლევების საერთაშორისო კონგრესი თურქეთში

20 დეკემბერი 2021

5-7 ნოემბერს სირთის უნივერსიტეტში (თურქეთი) ჩატარდა სამეცნიერო კვლევების საერთაშორისო კონგრესი.

 

   კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინის და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის პროფესორმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა თენგიზ ვერულავამ კონგრესზე წარმოადგინა მოხსენება "Family Support Policy in Georgia" (ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა საქართველოში).

 მოკლე რეზიუმე:

საქართველოში ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა არ ქმნის სათანადო პირობებს დემოგრაფიული პრობლემების მოსაგვარებლად. საქართველოში გავრცელებულია მხოლოდ ოჯახის ფინანსური დახმარება და ისიც ვერ აკმაყოფილებს ევროკავშირის ქვეყნებში არსებულ სტანდარტებს.

 

 საქართველოში არ გამოიყენება ოჯახის ფინანსური დახმარების ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა: ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებით ერთჯერადი ფინანსური დახმარება, ბავშვის მზრუნველობასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვაში დახმარება და საგადასახადო შეღავათები. 

 

შეზღუდული სახელმწიფო ბიუჯეტის გათვალისწინებით და სახსრების ეფექტიანად გამოყენების მიზნით, მიზანშეწონილია სახელმწიფომ შეიმუშავოს დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც გათვლილი იქნება დაბალ და საშუალო შემოსავლიან ოჯახებზე და გავრცელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით , იგი უნდა წარმოადგენდეს ერთიან სტანდარტს მთელი ქვეყნისათვის, როგორც მინიმალური საბაზისო პაკეტი.

 

ცალკეულ რეგიონებს თუ რაიონებს უნდა მიეცეთ საშუალება რომ ამ საბაზისო პაკეტს დაამატონ მასში არშემავალი სერვისები და გაზარდონ თანხები.

 

ნაშრომი გამოქვეყნდა კონგრესის შრომათა კრებულში, იხილეთ ბმული.