/
სკოლები /
კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა
კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა
კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა დაარსდა 2008 წელს და მისი მიზანია შემოგთავაზოთ მაღალი დონის პროგრამები, რომლებიც აკმაყოფილებენ საერთაშორისო სტანდარტებს და პასუხობენ ადგილობრივი და საერთაშორისო შრომითი ბაზრის მოთხოვნებს.
ამჟამად, სკოლა გთავაზობთ ნოვატორული მიდგომებით შექმნილ საბაკალავრო პროგრამას კომპიუტერულ ტექნოლოგიებში (ინფორმატიკა) და ტელეკომუნიკაციაში, რომელიც შექმნილია საერთაშორისო აკადემიური სტანდარტების მოთხოვნების მიხედვით.
კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა ასევე გთავაზობთ სამაგისტრო პროგრამას საინფორმაციო სისტემებში. პროგრამა შედგენილია Association for Computing Machinery (ACM)-ისა და Association for Information Systems (AIS)-ის კურიკულუმის სტანდარტების მიხედვით, რომელიც ასახავს მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციების მოთხოვნებს საინფორმაციო სისტემების სპეციალისტების მიმართ.
გარდა ამისა, გთავაზობთ მრავალფეროვან სასერტიფიკატო კურსებს.
ხშირად ეწვიეთ ჩვენ ვებ-გვერდს, რათა მიიღოთ ინფორმაცია სკოლაში მიმდინარე სიახლეებზე. ჩვენი გუნდი მუშაობს იმაზე, რომ შექმნას ახალი, თქვენთვის საინტერესო პროგრამები და შეგიქმნათ სწავლისათვის საჭირო საუკეთესო პირობები.