Enlighten Your Research

16 მარტი 2018

გაცნობებთ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის კავშირი (EAP), სამეცნიერო ჯგუფებისთვის აცხადებს კონკურსს, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების თემატიკაზე.

 

კონკურსის მიზანია, ელექტრონული რესურსების გამოყენებით, მონაწილეთა შორის გაამყაროს საერთაშორისო თანამშრომლობა და უზრუნველყოს კვლევითი პროცესების დაჩქარება.

 

პროგრამის ფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის კავშირი აერთიანებს მკვლევარებს, რომლებიც ცდილობენ დაძლიონ მეცნიერებაში არსებული გამოწვევები და ითანამშრომლონ სხვადასხვა ქვეყნებთან, რათა ჩაატარონ  ექსპერიმენტები, რომლებიც მხარდაჭერილია ეროვნული კვლევისა და საგანმანათლებლო კავშირის მიერ.

 

კონკურსში მონაწილების მისაღებად, გთხოვთ ელექტრონულად წარადგინოთ კვლევითი გეგმა 2018 წლის 16 მარტამდე.

 

კვლევითი გეგმა უნდა პასუხობდეს შემდეგ კითხვებს:

 

  • რა არის კვლევის ძირითადი მიზანი?
  • გსურთ თუ არა თანამშრომლობა სხვადასხვა ქვეყნის მკველვარებთან?
  • ამ ეტაპზე, რა სახის ტექნოლოგიურ რესურს იყენებთ თქვენი კვლევისთვის?
  • როგორ ფიქრობთ, მომავალში რა ტექნოლოგიური საშუალების გამოყენებას შეძლებთ კვლევის დასაჩქარებლად? 

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ პროგრამის ოფიციალურ ვებგვერდს

 

გისურვებთ წარმატებას!