სიახლეები

08
ივლ
SECURE Erasmus+ პროექტის შეხვედრა ლიტვაში

2-4 ივლისს, Erasmus+ SECURE პროექტის კონსორციუმის წარმომადგენლები პროგრესის შეჯამებისა და მომავალი ეტაპების განსაზღვრის მიზნით, შეიკრიბნენ კაუნასის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (KTU), ლიტვაში. პროექტის შეხვედრის მთავარი მიზანი იყო მიმდინარე აქტივობების შეფასება, სტრატეგიული მიმართულებების შეთანხმება და სამომავლო მოქმედებების დაგეგმვა. 

07
ივლ
CST-ის ახალი საბაკალავრო პროგრამები უპირობოდ აკრედიტებულია

კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის ახალი საბაკალავრო პროგრამები უპირობოდ აკრედიტებულია.

07
ივლ
იოჰანესბურგის უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის ერთობლივი მოკლევადიანი საზაფხულო პროგრამა

კავკასიის უნივერსიტეტმა 28 ივნისიდან - 6 ივლისის ჩათვლით, ერთობლივი საზაფხულო პროგრამის ფარგლებში, იოჰანესბურგის უნივერსიტეტის, სამხრეთ აფრიკა, სტუდენტების ჯგუფს უმასპინძლა.

07
ივლ
ლევან დარბაიძისა და ეკა არეშიძის პროექტმა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კონკურსში გაიმარჯვა

30 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი - ლევან დარბაიძე და ექსპერტი, მოსამართლე - ეკა არეშიძე, პროექტ - „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის კომენტარების“ ფარგლებში, შვეიცარიაში იმყოფებოდნენ, პროექტმა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2023 წლის ფუნდამენტური კვლევების კონკურსში გაიმარჯვა.

07
ივლ
ბიზნესისა და ეკონომიკის სკოლების საერთაშორისო ასოციაციის (NIBES) 29‑ე ყოველწლიური კონფერენცია და მმართველი საბჭოს შეხვედრა

კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია, და ვიცე‑პრეზიდენტი, ირენა მელუა, მონაწილეობდნენ ბიზნესისა და ეკონომიკის სკოლების საერთაშორისო ასოციაციის (NIBES) 29‑ე ყოველწლიურ კონფერენციასა და მმართველი საბჭოს შეხვედრაში, რომელიც გაიმართა ტაივანში, Yuan Ze University-ს მასპინძლობით.

07
ივლ
საზაფხულო სკოლა ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ

კავკასიის უნივერსიტეტში, დასრულდა საზაფხულო სკოლა "ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ’’.

04
ივლ
CSM-ის სამაგისტრო ნაშრომების დაცვა

3-4 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლაში, სტრატეგიული კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში, გაიმართა სამაგისტრო ნაშრომების დაცვა.

03
ივლ
მეთოდოლოგიური ტრენინგ-სემინარების ციკლი “თანამედროვე სამედიცინო განათლების საფუძვლები”

კავკასიის მედიცინის სკოლისა და კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრის მიერ სკოლის აკადემიური პერსონალის მეთოდოლოგიური მომზადების მიზნით, მიმდინარეობს მეთოდოლოგიური ტრენინგ-სემინარების ციკლი “თანამედროვე სამედიცინო განათლების საფუძვლები”.

01
ივლ
ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება კავკასიის უნივერსიტეტსა და ჯექსონვილის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის, აშშ

კავკასიის უნივერსიტეტსა და ჯექსონვილის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის (აშშ), ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

01
ივლ
ჟან მონეს კათედრის “ევროპის კავშირი მშვიდობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისათვის” (EU-PPS) საორგანიზაციო შეხვედრა

2025 წლის, 30 ივნისს, ჩატარდა კავკასიის უნივერსიტეტის  ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ჟან მონეს კათედრის „ევროპის კავშირი მშვიდობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისათვის“ EU-PPS მორიგი საორგანიზაციო შეხვედრა.

30
ივნ
იოჰანესბურგის უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის ერთობლივი მოკლევადიანი პროგრამის ოფიციალური გახსნა

კავკასიის უნივერსიტეტს, 28 ივნისიდან - 6 ივლისამდე, იოჰანესბურგის უნივერსიტეტის, სამხრეთ აფრიკა, ტურიზმისა და მასპინძლობის ფაკულტეტიდან სტუდენტ-მკვლევართა ჯგუფი სტუმრობს. 

 

30
ივნ
კავკასიის უნივერსიტეტი აგრძელებს NIBES -ის წევრ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავებას

კავკასიის უნივერსიტეტმა, Erasmus+ ის საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროექტის ფარგლებში (KA 171), მოიპოვა ევროკომისიის დაფინანსება ICHEC ბრიუსელის მენეჯმენტის სკოლასთან, ბელგია, მობილობების განსახორციელებლად. 

27
ივნ
ალანიას უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

23-27 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა ერაზმუს+ ადმინისტრაციული მობილობის ფარგლებში, ალანიას უნივერსიტეტის, თურქეთი, არქიტექტურის ფაკულტეტის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

27
ივნ
კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგელები კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების საერთაშორისო პროექტის ეროვნულ სამუშაო შეხვედრაზე

23-24 ივნისს, ქალაქ თელავში, გაიმართა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის - ,,კვლევის პასუხისმგებლობიანად წარმართვა  - კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში” (ETHICS) - ეროვნური სამუშაო შეხვედრა.

26
ივნ
შეხვედრა ჰააგაში ახალი ევრაზიული სტრატეგიული ცენტრის დისკუსის ფარგლებში

ნატოს სამიტი ნიდერლანდებში ალიანსისთვის გარდამტეხ მომენტში გაიმართა.

 

26
ივნ
კავკასიის უნივერსიტეტისა და ლაიფციგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის ერთობლივი საზაფხულო სკოლა DAAD-ის დაფინანსებით განხორციელდება

კავკასიის უნივერსიტეტსა და ლაიფციგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტს (HTWK Leipzig) შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება - ერთობლივი საზაფხულო სკოლა, რომელიც გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მიერ სრულად დაფინანსდება.

24
ივნ
პარტნიორი უნივერსიტეტების წამომადგენლების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

16-20 ივნისის კვირაში, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებს უმასპინძლა.

23
ივნ
ფსიქოლოგიის მაგისტრატურის პროგრამის სტუდენტების კვლევების შედეგების წარდგენა

19 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრანტებმა - ანა მანჯგალაძემ, ელენე უშვერიძემ, ეკატერინე ჩაჩუამ და ლანა გუგეშაშვილმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის წევრებს თბილისის სხვადასხვა სკოლებში, მათ შორის, აფხაზეთის N2-ე საჯარო სკოლაში ჩატარებული კვლევების შედეგები წარუდგინეს.

 

23
ივნ
ჰარვარდის და კავკასიის უნივერსიტეტების ერთობლივი აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამის დასკვნითი ღონისძიება

21 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა ჰარვარდის უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების პროფესიული და აღმასრულებელი განვითარების ცენტრის ინტენსიური პროგრამის - „ლიდერობა: ორგანიზაციული ცვლილებებისა და წარმატების მართვა“ - დასკვნითი ღონისძიება.

21
ივნ
კავკასიის უნივერსიტეტი Times Higher Education 2025 წლის უნივერსიტეტების რეიტინგშია

კავკასიის უნივერსიტეტი Times Higher Education 2025 წლის უნივერსიტეტების რეიტინგშია.