23-27 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა ერაზმუს+ ადმინისტრაციული მობილობის ფარგლებში, ალანიას უნივერსიტეტის, თურქეთი, არქიტექტურის ფაკულტეტის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში, გაცნობითი შეხვედრა შედგა კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენელთან. შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა ისაუბრეს უნივერსიტეტებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, ასევე, დეპარტამენტის წარმომადგენელმა სტუმრებს გააცნო ინფორმაცია უნივერსიტეტში მოქმედი სასწავლო პროგრამების, საერთაშორისო პროგრამებისა და მიღწევების შესახებ. დამატებით ასევე გაცნობითი შეხვედრა გაიმართა არქიტექტურის და დიზაინის სკოლის დეკანთან - მარიამ მენაბდესთან.
აღსანიშნავია ისიც, რომ კავკასიის უნივერსიტეტმა და ალანიას უნივერსიტეტმა თანამშრომლობა გააფორმეს ერაზმუს+ ის საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში. აღნიშნული პროგრამა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს, შესაძლებლობას მისცემს ისარგებლონ გაცვლითი პროგრამით პარტნიორ უნივერსიტეტში.