გაცნობებთ, რომ ვარშავის ეკონომიკის სკოლა, პოლონეთი (Warsaw School of Economics, Poland), აცხადებს კონკურსს დოქტორანტების შესარჩევად პროექტ PROM-ში მონაწილეობისთვის.
პროექტის ფარგლებში, დოქტორანტებს შესაძლებლობა ექნებათ, 6-10 ივნისს, მონაწილეობა მიიღონ 2022 SGH PhD Doctoral ვორქშოპში, რომელიც მოიცავს შემდეგ ზოგად და სპეციალიზირებულ კურსებს:
- Applied philosophy of science for economics: The role of questions and assumptions;
- Quantitative methods in scientific research;
- Qualitative methods in practice: How to make sense of data that are not numbers;
- Systematic Literature Review;
- Public speaking: How to speak so that we will be listened to.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, უნდა წარადგინონ სააპლიკაციო ფორმა, რომელიც ხელმოწერილი უნდა იყოს დისერტაციის ხელმძღვანელის მიერ (გთხოვთ, იხილოთ თანდართული ფაილი).
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეკონომიკის სკოლის სადოქტორო საფეხურის სტუდენტებს არ მოეთხოვებათ ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის წარდგენა.
კანდიდატებმა განაცხადი უნდა წარადგინონ ელექტრონული ფორმით 2022 წლის 4 აპრილის, ცენტრალური ევროპის დროით 15:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: rekrutacja_prom@sgh.waw.pl
საცხოვრებელი ხარჯებისთვის დაფინანსება შეადგენს 3697,48 ზლოტს (დაახლ. 800 ევრომდე). მგზავრობის, დაზღვევისა და სხვა სახის ხარჯებისთვის დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია თბილისსა და ვარშავას შორის არსებულ მანძილზე და განისაზღვრება შემდეგნაირად:
- 500 კმ-ზენაკლებ მანძილზე - 763,94 PLN
- 500 კმ-დან999 კმ-მდე მანძილზე - 1 527,88 PLN
- 1000 კმ-დან2 999 კმ-მდე - 2 291,80 PLN
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიჰყვეთ ბმულს.
შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ პროექტის ორგანიზატორებს შემდეგ მისამართზე: rekrutacja_prom@sgh.waw.pl
გისურვებთ წარმატებას!