კავკასიის უნივერსიტეტი, აკადემიური პერსონალისთვის, აცხადებს 2022 წლის გაზაფხულის სემესტრში, ვალადოლიდის უნივერსიტეტში, ესპანეთი (Universidad de Valladolid, Spain), Erasmus + ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის განაცხადების მიღებას.
Erasmus + ის გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა განსაზღვრულია Erasmus+ ის სახელმძღვანელოსა და მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.
აღნიშნული გაცვლითი პროგრამა წარმოადგენს სწავლება/ტრენინგის კომბინირებულ (teaching/training combined mobility) მობილობას. პარტნიორ უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალის ვიზიტი არის ერთ კვირიანი (5 სამუშაო + 2 დღე მგზავრობისთვის) და მოიცავს სავალდებულო 4 სალექციო (teaching) და სამუშაო (training) საათს მიმღებ ფაკულტეტთან.
განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ:
- სრულ ან არასრულ განაკვეთზე დასაქმებულ აკადემიურ პერსონალს, მოწვეულ პერსონალს, რომელსაც აქვს ინგლისურ ენაზე სალექციო კურსის წაკითხვის გამოცდილება ან;
- კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მყოფ აკადემიურ პერსონალს, რომელსაც აქვს ინგლისურ ენაზე სალექციო კურსის წაკითხვის გამოცდილება;
2022 წლის გაზაფხულის სემესტრში, ვალადოლიდის უნივერსიტეტში მობილობის განხორციელება შესაძლებელია შემდეგ აკადემიურ მიმართულებებზე: Education (Teacher Training), Economics, Journalism, Business Studies (Management), Tourism, Marketing, Law, Informatics and Computer Science, Architecture.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა აკადემიურმა პერსონალმა შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ ინგლისურ ენაზე:
- საერთაშორისო პასპორტის ასლი;
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ.დანართი #1)
- EUROPASS CV
- 1 სამოტივაციო წერილი
- 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან (დეკანი\საგანმანათლებლო პროგრამის დირექტორი).
თითოეული დოკუმენტი უნდა იყოს შესაბამისად დასათაურებული.
არ განიხილება განაცხადები, რომლებიც:
- იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამო;
- იქება დაგვიანებით ან ეტაპობრივად წარმოდგენილი.
კანდიდატებს განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ ელექტრონული ფორმით 2022 წლის 5 მარტის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: ir@cu.edu.ge
შერჩევის პროცედურა:
- წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია;
- საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან კომუნიკაცია და ინფორმაციის მიწოდება ვალადოლიდის უნივერსიტეტის სააპლიკაციო პროცედურების შესახებ;
- შერჩეული კანდიდატების მიერ ვალადოლიდის უნივერსიტეტის სააპლიკაციო ფორმის შევსება და განაცხადის წარდგენა პარტნიორ უნივერსიტეტში 11 მარტის ჩათვლით, 2022;
- პარტნიორი უნივერსიტეტის მიერ წარდგენილი განაცხადის შეფასება;
- აკადემიური პერსონალის საბოლოო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის მიერ;
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტს, მეორე სართული, ოთახი B25.
გისურვებთ წარმატებას!