ლიეტუვური ენის მოკლევადიანი სასწავლო პროგრამა 2022-2023

15 მარტი 2022

 

გაცნობებთ, რომ დაიწყო განაცხადების მიღება 2022-2023 წლის ლიეტუვური ენის მოკლევადიანი სასწავლო პროგრამისთვის.

 

პროგრამაში მონაწილეობისთვის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

  1. კანდიდატმა უნდა მიიღოს წინასწარი დასტურის ფორმა ლიეტუვის არჩეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისგან;
  2. კანდიდატი უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო და კვლევითი დაწესებულების სტუდენტი, ლექტორი ან მკვლევარი (მხოლოდ ლინგვისტიკის ან ფილოლოგიის მიმართულების მკვლევარი);
  3. კანდიდატი უნდა ფლობდეს ლიეტუვურს, ინგლისურს ან სხვა ენას, რომელიც აუცილებელია არჩეულ სასწავლო პროგრამაზე სწავლისთვის.
  4. კანდიდატებმა უნდა აირჩიონ და შეიმუშაონ თავიანთი სასწავლო პროგრამა იმგვარად, რომ საგნების მინიმუმ 75% დაკავშირებული იყოს ლიეტუვურ კვლევებთან. ეს შეიძლება მოიცავდეს ისეთ საგნებს, როგორიცაა ლიეტუვური ფილოლოგია, ენათმეცნიერება, ლიტერატურა და ..

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები ონლაინ სააპლიკაციო სისტემის მეშვეობით:

  1. შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
  2. წინასწარიდასტურის ფორმა (აღნიშნულ დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს კანდიდატმა, გამგზავნი და მიმღები დაწესებულებების პასუხისმგებელმა პირებმა);
  3. სარეკომენდაციო წერილი;
  4. ლიეტუვური ან ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი: TOEFL, IELTS, CPE;
  5. სამოტივაციო წერილი.

 

დაფინანსება მოიცავს:

  • ყოველთვიურ სტიპენდიას დაახლ. 630 ევროს ოდენობით;
  • მგზავრობისა და საცხოვრებელ ხარჯებს ფარავს თავად სტიპენდიანტი.

დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 29 აპრილი.

გისურვებთ წარმატებას!