შექმენი შენი პირველი სტარტაპი საერთაშორისო მენტორებთან ერთად.
გლობალურ ვენჩურულ აქსელერატორ 2080 Ventures-თან და ანგელოზ ინვესტორთა ქსელ Axel-თან პარტნიორობით, კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრი იწყებს 2-ეტაპიან CU Founder Sprint პროგრამას სტუდენტებისთვის.
ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, გადახვიდე იდეიდან → ვალიდურ კონცეფციამდე → რეალურ სტარტაპ გზამდე.
ეს მხოლოდ იდეათონი არ არის - ეს არის პირდაპირი წვდომა GITA-ს Innovative Startup Acceleration Program 2026-ზე, რომელსაც საქართველოში 2080 Ventures ახორციელებს.
ისწავლე საერთაშორისო და ადგილობრივი მენტორებისგან.
პროგრამის განმავლობაში იმუშავებ წამყვან ექსპერტებთან, მათ შორის:
- Timur Daudpota - 2080 Ventures-ის დამფუძნებელი პარტნიორი
- Sun Choi - 2080 Ventures-ის დამფუძნებელი პარტნიორი, ანგელოზი ინვესტორი
- ნატო ჩაკვეტაძე - 2080 Ventures-ის პროგრამების დირექტორი საქართველოში, სტარტაპ მენტორი
- დავით ციცქიშვილი - ანტრეპრენერი და ანგელოზი ინვესტორი, 15+ წლიანი გამოცდილებით
- ირაკლი სვანიძე - სტარტაპ მენტორი და CU-ის ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი
- ქეთევან ხუნწარია - ანტრეპრენერი და Axel-ის საინვესტიციო საბჭოს წევრი
- ია წულაია - ანგელოზი ინვესტორი და სტარტაპ მენტორი
- თეკლა გუგუშვილი - Axel-ის პროექტების მენეჯერი
ეს ნიშნავს პირდაპირ წვდომას ადამიანებზე, რომლებიც ქმნიან, აფინანსებენ და ზრდიან სტარტაპებს გლობალურად.
ეტაპი 1: Online Founder Sprint
ისწავლი როგორ:
- იფიქრო როგორც founder-მა
- იპოვო რეალური და მნიშვნელოვანი პრობლემები
- გააკეთო იდეის ვალიდაცია მომხმარებლებთან
- შექმნა MVP და ბიზნეს მოდელი
ამ ეტაპის ბოლოს უკვე გექნება ვალიდური პრობლემა და საწყისი კონცეფცია
ეტაპი 2: On-Campus Ideathon
შეძლებ:
- იპოვო გუნდი და co-founder-ები
- იმუშაო რეალურ პრობლემებზე
- შექმნა სტარტაპის კონცეფცია გუნდთან ერთად
- წარადგინო შენი იდეა მენტორებისა და ჟიურის წინაშე
პროგრამა პირდაპირ დაკავშირებულია GITA-ს აქსელერაციის პროცესთან, რაც ნიშნავს:
- პირდაპირ წვდომას აქსელერაციის პროგრამაზე
- გრანტებისა და პრიზების მიღების შესაძლებლობას
- საერთაშორისო ქსელზე წვდომას (founders & investors)
- რეალურ გამოცდილებას, როგორ იქმნება სტარტაპი
ვისთვის არის ეს პროგრამა?
- კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სტარტაპებით და მეწარმეობით
- მომავალი დამფუძნებლებისთვის (CU Affiliated)
- მათთვის, ვინც ეძებს გუნდს და რეალურ შესაძლებლობას (CU Affiliated)
იდეა აუცილებელი არ არის — საჭიროა მხოლოდ ინტერესი და მოტივაცია.
დრო: 4-22 მაისი ( ონლაინ სესიები; იდეათონი)
ადგილები შეზღუდულია - გაიარე რეგისტრაცია ახლავე.
დარეგისტრირდი: https://forms.gle/i5yRMPAQCzY8oddE9
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 30 აპრილი, 2026
