28 ოქტომბერს, 18:00 სთ-ზე, გაიმართება GITA-ს აჭარის პრე-აქსელერაციის პროგრამის საინფორმაციო შეხვედრა.
გაინტერესებს როგორ აქციო შენი იდეა რეალურ სტარტაპად?
შეხვედრაზე გაიგებთ:
- რას მოიცავს პრე-აქსელერაციის პროგრამა;
- როგორია პროგრამის მიზნები და ეტაპები;
- როგორ დაგეხმარებათ პროგრამა თქვენი იდეის განვითარებასა და სტარტაპად ჩამოყალიბებაში;
- რა შესაძლებლობებს გთავაზობთ GITA-ს ეკოსისტემა და საგრანტო პროგრამები.
შეხვედრა განკუთვნილია აჭარაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის (16+), დამწყები მეწარმეებისთვის და ინოვაციური იდეების მქონე პირებისთვის.
- 28 ოქტომბერი
- 18:00
- ფორმატი: ონლაინ
შეხვედრა გაიმართება Google Meet-ის მეშვეობით.
შეხვედრის ბმული.
საინფორმაციო შეხვედრაზე დასასწრებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია შესაბამის ბმულზე.
GITA-ს პრე-აქსელერაციის პროგრამას ახორციელებს კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრი.
პროგრამაზე რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს.
