Lit-Talks: გაბრიელ გარსია მარკესი "მარტოობის 100 წელიწადი"

27 მაისი 2020
29 მაისს, 20:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის ლიტერატურული კლუბის რუბრიკის, ლიტერატურული საუბრების ფარგლებში, კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა გაიმართება.
 
ამჯერად, რუბრიკა Lit-Talks-ი ჟურნალისტსა და ავტორს, დათო გორგილაძეს უმასპინძლებს.
 
მოდერატორი კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტი და CU ლიტ კლუბის წევრი ლევან კაკლიანია.
 
შეხვედრის თემა - გაბრიელ გარსია მარკესი "მარტოობის 100 წელიწადი".
 
დასწრების მსურველებმა, გთხოვთ გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე.
 
შეგახსენებთ, რომ Lit-Talks-ი სისტემატურად, კვირაში ერთხელ ტარდება. რუბრიკის ფარგლებში, სხვადასხვა საინტერესო სტუმარი განსხვავებულ ლიტერატურას განიხილავს.