27 მაისს, 12:00 საათზე, კავკასიის განათლების სკოლის-CES ღია ლექცია-სემინარების ციკლის ფარგლებში, დისტანციური შეხვედრა გაიმართება ნუცა კობახიძესთან.
ნუცა კობახიძე საერთაშორისო და შედარებითი განათლების მკვლევარი და ჰონგკონგის უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორია.
შეხვედრის თემა - დაწყებითი პედაგოგიკა - ონლაინ სწავლება და რეპეტიტორობა პანდემიის ჭრილში.
შეგახსენებთ, რომ ღია ლექცია-სემინარების ციკლი ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასები) მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის არის განკუთვნილი.
დისტანციურ ლექციაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე.