საჯარო ლექცია - ენობრივი მოზაიკის დაცვისა და შენარჩუნების ევროპული გზები

22 სექტემბერი 2022

ევროპის საბჭოში შემავალი ქვეყნები, მათ შორის საქართველო, 2001 წლიდან აღნიშნავს ენების ევროპულ დღეს. ევროპის საბჭოს მიაჩნია, რომ ენობრივი მრავალფეროვნება  კულტურებს შორის ურთიერთგაგების მიღწევის საუკეთესო საშუალება და ჩვენი კონტინენტის მდიდარი კულტურული  მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. 

 

კავკასიის უნივერსიტეტი უერთდება ევროპის საბჭოს ინიციატივას ევროკომისიასთან ერთად და ყოველი წლის 26 სექტემბერს მიზნობრივი  ღონისძიებებით აღინიშნავს ენების ევროპული დღეს.

 

ამ დღესთან დაკავშირებით, 26 სექტემბერს, 16:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზიაში - „ ლიბრარეა“ -  გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: "ენობრივი მოზაიკის დაცვისა და შენარჩუნების ევროპული გზები".

 

ლექციას წაიკითხავს პროფესორი, ქართული ფილოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი მარიამ მანჯგალაძე. საფრანგეთსა და გერმანიაში არსებული ენობრივი საკითხების შესახებ მოკლე ინფორმაციას გააზიარებენ ასევე ქართული ფილოლოგიის პროგრამის სტუდენტები ელენე ჯაფარიძე და ელენე ბერიძე.

 

ჩვენი დევიზია „ცოდნა თავისუფლების საწინდარია!“ მიგვაჩნია, რომ ენების ცოდნა და სხვადასხვა კულტურის ენაზე საუბარი ზოგადი ცოდნისა და თავისუფლების ხარისხს კიდევ უფრო ამაღლებს.  ერთად აღვნიშნოთ ენების ევროპული დღე!

 

ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია გაიარეთ ბმულზე