WISEC აკადემია და მისი პროგრამის სტრუქტურა აიგება კიბერუსაფრთხოების და მონაცემთა დაცვის რეგულაციების აღიარებული ევროპული საუკეთესო პრაქტიკის საფუძველზე. WISEC აკადემიის პროგრამა მოიცავს 4 კურსს კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. ის მიზნად ისახავს სწავლების ხარისხის სრულყოფას კიბერუსაფრთხოების და მონაცემთა დაცვის რეგულაციების სფეროში, ევროპული კვლევებიდან გამომდინარე.
პროგრამა შედგება 4 საგნისგან:
- კომპიუტერული ქსელები და Linux Essentials;
- კიბერუსაფრთხოების პრინციპები;
- მონაცემთა დაცვის ევროპული რეგულაცია;
- ეთიკური ჰაკინგი
პროგრამა შექმნილია ისე, რომ მოკლე პერიოდში (60 აკადემიური საათი) სტუდენტი მიიღებს საბაზისო აქტუალურ ცოდნას და ამ სფეროში მისი შემდგომი განვითარების შესაძლებლობას. ლექციები ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში (ოფლაინ და ონლაინ).
შერჩევის პროცესი ჩატარდება ორ ეტაპად: სააპლიკაციო ფორმის შევსება და გასაუბრება ორგანიზატორებთან. კანდიდატებმა უნდა შეავსონ ქვემოთ მოცემული სააპლიკაციო ფორმა. კომისია განიხილავს მხოლოდ იმ განცხადებებს, რომელთაც დართული ექნებათ სამოტივაციო წერილი. განაცხადის განხილვის შემდეგ, პასუხს მიიღებთ ელექტრონული ფოსტით.
თარიღები: იანვარი-თებერვალი, 2025.