ცხადდება აბსტრაქტების მიღება ახალგაზრდული კონფერენციისთვის საჯარო მმართველობაში

1 ნოემბერი 2024

კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლა, USAID საჯარო მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, უმასპინძლებს ახალგაზრდულ კონფერენციას „საჯარო მმართველობის რეფორმა საქართველოში: პრიორიტეტები ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში“.

 

კონფერენციაში მონაწილეობისთვის ვიწვევთ საჯარო მმართველობის ან მომიჯნავე დისციპლინების სტუდენტებს ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსიდან და სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებიდან მთელი საქართველოდან.

 

კონფერენციის საკონკურსო კომისია შეარჩევს გამორჩეულ ნაშრომებს შემდეგ კატეგორიებში:

 

− საუკეთესო კვლევითი ნაშრომი;

− საუკეთესო შედარებითი კვლევითი ნაშრომი;

− საუკეთესო პოლიტიკის ანალიზი.

 

ვიღებთ ნაშრომებს, რომლებიც მიემართება მთავარ თემას ან ოთხი სამუშაო ჯგუფის თემატიკას.

 

აქ გაეცანით დეტალურ აღწერას და ინსტრუქციებს.  

 

კონფერენციისთვის რეგისტრაცია გაიარეთ აქ.

 

  • აბსტრაქტის წარმოდგენის ბოლო ვადა: 22 ნოემბერი.
  • შერჩევის შედეგების შეტყობინება: 29 ნოემბერი.
  • დასრულებული ნაშრომების წარმოდგენა: 10 იანვარი.
  • კონფერენციის დღე: 18 იანვარი.

 

კონფერენცია ხელს შეუწყობს მუდმივმოქმედი სამეცნიერო კვლევითი სამუშაო ჯგუფების ფორმირებას საჯარო მმართველობის თემატური საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდა ქართველ მკვლევარებსა და პრაქტიკოსებს შორის.

 

მოუთმენლად ველით თქვენი ნაშრომების მიღებას!