2024, წლის 20-21 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ბავშვის უფლებათა ცენტრი გეგმავს მეორე საერთაშორისო კონფერენციას თემაზე - „ბავშვის უფლებები მართლმსაჯულების სისტემაში - საუკეთესო ევროპული და ამერიკული გამოცდილება“.
კონფერენცია მულტიდისციპლინური შინაარსის მოხსნებებს გააერთიანებს და შეეხება ბავშვის უფლებების დაცვის საკითხს როგორც სისხლის, ისე სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის ჭრილში.
კონფერენცია მიეძღვნება ბავშვის უფლებათა კონვენციის 35 წლისთავს.
კონფერენცია თავს მოუყრის როგორც ქართველ, ისე უცხოელ პროფესორებს და დარგის ექსპერტებს, მოსამართლეებს, პროკურორებსა და ადვოკატებს, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, პრაქტიკოსს იურისტებს სხვადასხვა უწყებებიდან, ბავშვის უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სტუდენტებს. კონფერენციაზე დასწრება თავისუფალია.
კავკასიის უნივერსიტეტი თეზისების მოსამზადებლად იწვევს დაინტერესებულ პირებს, რომლებსაც სურთ კონფერენციის ფარგლებში წარმოადგინონ პრეზენტაცია/მოხსენება. თეზისი აუცილებლად უნდა პასუხობდეს კონფერენციის თემას - „ბავშვის უფლებები მართლმსაჯულების სისტემაში - საუკეთესო ევროპული და ამერიკული გამოცდილება“ და უნდა შედგებოდეს არაუმეტეს 250 სიტყვისგან.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინოს CV ფოტოსურათით და თეზისი, არაუგვიანეს 2024 წლის 15 ოქტომბრის 18:00 საათისა, შემდეგ ელფოსტაზე: research@cu.edu.ge.
აუცილებელია subject line-ში მიუთითოთ: „ბავშვის უფლებათა ცენტრის მეორე საერთაშორისო კონფერენცია“.
კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ საბოლოო პასუხის მიღების ვადაა 2024 წლის 20 ოქტომბერი.
მოხსენებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 5 ნოემბერი. პრეზენტაცია/მოხსენება უნდა წარმოადგინოთ შემდეგ ელფოსტაზე: research@cu.edu.ge.
კონფერენციის საბოლოო დღის წესრიგის მონაწილეებისთვის გადაგზავნის ბოლო ვადაა 2024 წლის 10 ნოემბერი.