საინფორმაციო შეხვედრა „გაეცანი სტარტაპ კონკურსის, Kick Challenge პირობებს“

8 ნოემბერი 2018

8 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში, სტარტაპ კონკურსის Kick Challenge-ის ორგანიზატორებმა უნივერსიტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრა მიზნად ისახავდა სტუდენტებისთვის კონკურსის პირობების გაცნობას.

 

Kick Challenge არის ეროვნული მასშტაბის სტარტაპ კონკურსი, რომელიც გამარჯვებულს დაეხმარება დაფინანსების კამპანიის წარმოებაში საერთაშორისო crowdfunding პლატფორმაზე (Kickstarter ან Indiegogo).

 

კონკურსის გამარჯვებულის დახმარება მოიცავს:  

 

  • მაღალი ხარისხის ვიდეო pitch-ის დამზადებას   
  • კამპანიის განთავსებას Kickstarter-ზე ან Indiegogo-ზე 
  • ციფრული მარკეტინგის წარმოებას კამპანიისთვის

 

სტარტაპ კონკურსის დონორები არიან საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი და USAID-ის პროგრამა G4G. პროექტის ორგანიზატორია ქართული სახალხო დაფინანსების პლატფორმა - InvestMe.Ge, ხოლო პარტნიორები არიან:

 

  • ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო
  • პროგრამა „სტარტაპ საქართველო“
  • ტექნოპარკი და ტექნოპარკის ფაბლაბი
  • ილიაუნის აქსელერატორი Zoom Out
  • კავკასიის უნივერსიტეტის აქსელერატორი C10
  • აქსელერატორი Future Laboratory