CU-ის როლი სტარტაპების წარმატებაში

28 სექტემბერი 2023

კავკასიის უნივერსიტეტში, ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე: „CU-ის როლი სტარტაპების წარმატებაში“.

 

ღონისძიების მოდერატორი იყო კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის დირექტორი - გიორგი ბურდული.

 

მოწვეულმა პანელისტებმა, ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა “CUnicorn” - ის დემო დღის გამარჯვებული სტარტაპების დამფუძნებლებმა, საბა არუდაშვილმა (Rollycks - ის დამფუძნებელი და დირექტორი),  გიორგი ხანიშვილმა (Cloudcrop - ის თანადამფუძნებელი და დირექტორი) და  ლუკა ქობალიამ (E-Flow - ს თანადამფუძნებელი და კავკასიის უნივერსიტეტის არქიტექტურის სტუდიის ხელმძღვანელი) ღონისძიების დამსწრეებს  სტარტაპის შექმნასთან დაკავშირებით საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და  ისაუბრეს სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn – ის მნიშვნელობაზე საკუთარი სტარტაპების განვითარებაში.

 

ღონისძიებას დაესწრნენ სტუდენტები და დაინტერესებული პირები. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და დამსწრეებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო კითხვებზე.