პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn -ის დასკვნითი ღონისძიება - დემო დღე

25 სექტემბერი 2024

23 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn -ის დასკვნითი ღონისძიება - დემო დღე (მესამე ნაკადი /Batch 3), რომლის ფარგლებშიც პროგრამის მონაწილე სტარტაპებმა წარადგინეს საკუთარი იდეების პრეზენტაცია ინდუსტრიის ექსპერტების, ინვესტორების, პოტენციური პარტნიორების და სტუმრების წინაშე.

 

10 კვირის განმავლობაში, პროგრამის მონაწილე ხუთმა სტარტაპ გუნდმა გაიარა მენტორინგის ინტენსიური სესიები სფეროს წამყვან ადგილობრივ თუ საერთაშორისო მენტორებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად და გაეცნენ სტარტაპის შექმნის ყველა ძირითად პრინციპს.

 

დემო დღეს ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის მენეჯერი, ირაკლი სვანიძე უძღვებოდა. სტუმრებს სიტყვით მიმართეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ, კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ინტერნაციონალიზაციის დარგში ირენა მელუამ.

 

დემო დღეზე წარმოდგენილნი იყვნენ შემდეგი სტარტაპები:

 

BioNova - გარდაქმნის ბიომასას ბიოენერგიად ისეთ ადგილებში, სადაც არ არის ხელმისწავდომი ენერგიის ტრადიციული წყაროები.

Econshop - აპლიკაცია მომხმარებლებს უზოგავს დროს და ფულს მათთვის სამომხმარებლო პროდუქტის ფასებზე და ფასდაკლებებზე ინფორმაციის მიწოდების გზით.

Eventsmate - პლატფორმა აკავშირებს ივენთ-ვენდორებსა და ივენთ-ორგანიზატორებს,ზოგავს დროს და ამარტივებს ღონისძიების დაგეგმვის პროცესს.

Lifekit - პლატფორმა ამარტივებს უცხო ქვეყანაში ახალჩასულთა ინტეგრაციას ადგილობრივ სერვისის პროვაიდერებთან მათი დაკავშირების გზით.

Revup - პლატფორმა ამარტივებს და აჩქარებს სანდო ავტოსერვისის/მექანიკოსის ძიებას.

 

ღონისძიების დასასრულს, ჟიურის წევრებმა - კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ,  საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ, USMAC - ის გენერალურმა დირექტორმა კრის ბურიმ,  თიბისი ბანკის MSME სეგმენტის რისკების მართვის უფროსმა გიორგი რაზმაძემ, Oto Motors - ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ანტრეპრენერმა, CU - ს კურსდამთავრებულმა, ილია ხურცილავამ, გამოავლინეს გამარჯვებულები, რომლებსაც კავკასიის უნივერსიტეტმა და ღონისძიების მხარდამჭერებმა პრიზები გადასცეს.

 

  • გამარჯვებულ სტარტაპს, BioNova- ს კავკასიის უნივერსიტეტის და ღონისძიების მხარდამჭერის თიბისი სტარტაპერისგან ფულადი ჯილდო, 5000 ლარი გადაეცა. გამარჯვებულ გუნდს, ღონისძიების მხარდამჭერმა Clevertone - მა გადასცა სპეციალური პრიზი, რომელიც ითვალისწინებს საიმიჯო ვიდეო-რგოლის მომზადებას.
  • ასევე, პრე-აქსელერაციის მონაწილე გუნდი Lifekit, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის რჩეული სტარტაპი გახდა და პრიზის სახით, 2000 ლარი გადაეცა.

 

ღონისძიებას მხარს უჭერდნენ: თიბისი სტარტაპერი, FC Team, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA),  US Market Access Center-ი (USMAC), ქლევერტონი, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ოფისი, ეფესი, აქსელი.