17, 18 იანვარს, კავკასიის უნივერსიტეტში, Startup Büro-ს, UNDER 30 • Forbes Georgia-ს, Axel-ისა და Impact Hub Tbilisi-ის ორგანიზებით დემოკრატიული ტექნოლოგიების ჰაკათონი გაიმართა.
DemTech ჰაკათონი მიზნად ისახავდა ტექნოლოგიების გამოყენების სტიმულირებას დემოკრატიული მოძრაობების მხარდასაჭერად.
3-დღიანი ჰაკათონის პირველი ორი დღე მონაწილეების დაჯგუფებას, იდეების ჩამოყალიბებასა და განვითარებას დაეთმო. დამსწრეები და მონაწილეები გაეცნენ ფორმატს, წესებსა და განრიგს. ჰაკათონის ფარგლებში 8 გუნდი ჩამოყალიბდა, რომლებმაც საკუთარი იდეები დემო დღეზე დამსწრე საზოგადოებისა და ჟიურის წევრების წინაშე წარადგინეს.
პირველ დღეს გაიმართა პანელური დისკუსია, რომლის სპიკერებიც იყვნენ აქტიური მოქალაქეები, სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფის წარმომადგენლები, მოძრაობების დამფუძნებლები და DemTech პროდუქტების ავტორები, რომლებმაც ყურადღება გაამახვილეს სამოქალაქო აქტივიზმის, დემოკრატიის გამოწვევებზე და ტექნოლოგიების, ინდივიდუალური ძალისხმევის როლზე.
დისკუსიას უძღვებოდნენ:
- დოდი ხარხელი – მოდერატორი – ციფრული კომუნიკაციის სპეციალისტი;
- მაშო ლომაშვილი – Skhivi.com-ის თანადამფუძნებელი;
- ანა ტოკლიკიშვილი – Vinivici-ის თანადამფუძნებელი, DemTech მეწარმეთა პროგრამის ალუმნი;
- საბა ჯაჯანიძე – სინათლის მოძრაობის თანადამფუძნებელი;
- ილია ღლონტი – „დაიტოვეს“ თანადამფუძნებელი.
დემო დღეზე გუნდებმა გამოცდილ მენტორებსა და ექსპერტებთან ინტენსიური მუშაობის შემდეგ, პროდუქტის საბოლოო პროტოტიპები, პრეზენტაციასთან ერთად, დამოუკიდებელი ჟიურის წინაშე წარადგინეს. ჟიურის რჩეული გუნდი გახდა Tbilisi Loves EU, რომელიც ხალხმრავალი აქციების დროს ინტერნეტის შეწყვეტისას არასრულყოფილ კავშირის პრობლემას აგვარებს.
თითოეულმა პარტნიორმა რჩეულ გუნდებს გრძელვადიან პრიზები, იდეების განხორციელებისა და იმპლემენტაციისთვის მხარდაჭერის სხვადასხვა პაკეტი გადასცა.
ჰაკათონის ჟიურის წევრებს შორის იყვნენ:
- გიორგი აბრამიშვილი – Axel-ის წევრი ინვესტორი და Energy Solutions, Trading Solutions, Data Centers Solutions-ის მმართველი პარტნიორი;
- ალექს ამირეჯიბი – Tbilisi Information Collective-ის ML ინჟინერი;
- ნატო ჩაკვეტაძე – EU4Innovation East – Expertise France-ის ეროვნული კოორდინატორი;
- შოთა დიღმელაშვილი – Forbes Georgia-ის მთავარი რედაქტორი;
- ანუკი რობაქიძე – Theneo-ს დამფუძნებელი;
- ანი ახალკაცი – სამოქალაქო ჩართულობის ექსპერტი;
- მიხეილ ჯანელიძე – Axel-ის წევრი და ანგელოზი ინვესტორი.
გუნდებს იდეების ჩამოყალიბებაში კი ეხმარებოდნენ მენტორები:
- სალომე ჯოჯუა – 4S-ის დამფუძნებელი პარტნიორი და იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი;
- ნიკა აბრამიშვილი – Data Center Solutions-ის საოპერაციო დირექტორი;
- ლალუ პატარაია – Start – Business Solutions-ის მმართველი პარტნიორი;
- ნიკა აბრამიშვილი – Data Center Solutions-ის საოპერაციო დირექტორი;
- ბექა დალაქიშვილი – ტექ-ანტრეპრენიორი;
- გიგა მირზიკაშვილი – Optio.Ai-ის თანადამფუძნებელი;
- ელენე ბიბილეიშვილი – Hapttic-ის და Ad Summit-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი;
- ირაკლი მირზიკაშვილი – Ekimo Tech-ის აღმასრულებელი დირექტორი;
- გიორგი ხაჩიძე – KLIPY-ის საოპერაციო დირექტორი;
- გიორგი სიმონგულაშვილი – GEC Consulting-ისა და Axel-ის პარტნიორი;
- გური ქოიავა – Forbes Georgia-ს გუნდის წევრი, Axel-ის და Startup Büro-ს თანადამფუძნებელი;
- ჯაბა კიკვიძე – Global Sakartvelo-ს პრეზიდენტი და Axel-ის ანგელოზი ინვესტორი.
ღონისძიებას მხარს უჭერდნენ:კავკასიის უნივერსიტეტი, Forbes Under 30, პუბლიკა, Loialte, Contractor, GEC Consulting.