საჯარო ლექცია - „სამეწარმეო აზროვნება: როგორ გავხდე ჩემი თავის ბანკირი“

16 ოქტომბერი 2023

კავკასიის უნივერსიტეტში ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა საჯარო ლექცია სახელწოდებით- „სამეწარმეო აზროვნება: როგორ გავხდე ჩემი თავის ბანკირი“.

 

საჯარო ლექციას უძღვებოდა ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის მენეჯერი, კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი  - ირაკლი სვანიძე. საჯარო ლექციის ფარგლებში, მსმენელს საშუალება ჰქონდა მიეღო ინფორმაცია, ისეთ საკითხებზე როგორებიცაა:

 

  • პერსონალური/ბიზნეს ფინანსების ეფექტურად მართვა
  • ფინანსური დამოუკიდებლობა
  • ტრადიციული ბანკინგი vs თვითბანკინგი
  • ინვესტიციები
  • პერსონალური ფინანსური გეგმა
  • რისკების მართვა და სამეწარმეო აზროვნება.

 

ღონისძიებას დაესწრნენ სტუდენტები და დაინტერესებული პირები. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და დამსწრეებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო კითხვებზე.